- მესამე დღე დავიწყეთ კომენტარების გაცნობით;
- შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა მიზნებისა და სტანდარტების შემუშავება, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგების შესავსებად გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ბლუმის ახალი ტაქსონომიის ლექსიკას, რის გამოყენებითაც ჩემი პროექტისთვის დავწერე სასწავლო მიზნები და შდეგები;
- ინდივიდუალურად გავეცანით და შემდეგ ტრენერიც გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შესახებ. გავიგე რომ არსებობს 3 ტიპის კითხვა: ზოგადი, რომელიც რომელიც ძალიან ზოგადია-აერთიანებს რამოდენიმე საგანს; თემატური, რომელიც ჩვენს პროექტს უნდა ეხებოდეს და შინაარსობრივი, რომელსაც კონკრეტული პასუხი აქვს და ეს პასუხი აუცილებლად დევს პროექტში. ჯგუფი, ტრენერის დახმარებით, ერთობლივად გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შესახებ პრეზენტაციას,
- შემდეგ წყვილებში ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვების შემუშავებაში, შედგენილი კითხვები გავაცანით ჯგუფს და ჩვენც გავეცანის სხვა წყვილების კითხვებს,
- ჩემი პროექტის გეგმისთვის მოვიფიქრე და ჩავწერე მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები.
- ვისწავლეთ ბლოგის ფონის დაყენება, შეცვლა და პოსტებში სურათების ჩამატება .
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს-ნინო მარღიშვილს დღევანდელი დღისთვის!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий