суббота, 31 мая 2014 г.

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღეს გავლილი მასალის გახსენებით;

  • შემდეგ ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი;
  • ტრენერი  გვესაუბრა დიფერენცირებული სწავლების შესახებ და გვიჩვენა პრეზენტაცია ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლების პროცესში", სადაც საუბარი იყო აღქმის, მრავალმხრი ინტელექტის და ტვინის ჰომოსფეროების თავისებურებების შესახებ;
  • შევავსეთ პროექტის გეგმა დიფერენცირებული სწავლების გათვალისწინებით მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებით;
  • ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და დავამატე: გაკვეთილის გეგმების, პროექტების, ფოტოგალერიის, ჩემი სერთიფიკატების და საკონტაქტო ინფორმაციის გვერდები;
  • ტრენერმა გაგვახსენა სკაფოლდინგი და მოვამზადეთ მასალა მოსწავლეთა მხარდაჭერის (დახმარების) მიზნით .


დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო წინა დღეების მსგავსად, მადლობა ცვენს ძვირფას ტრენერს - ნინო მარღიშვილს!!!

понедельник, 26 мая 2014 г.

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები. პირადად მე,  პოვერპოინტით წარმოვადგინე ნამუშევარი.
შემდეგ სახელმძღვანელოში გავეცანით შეფასების რუბრინებს, შეფასების კრიტერიუმებს, მათ წონას და ვისწავლეთ ნამუშევრის საბოლოო შეფასების (ქულის) გამოთვლა.  შემდეგ შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
ეს დღეც საინტერესო იყო, მადლობა ქალბატონიო ნინო!

понедельник, 12 мая 2014 г.

მეხუთე დღე

          ეს დღეც დავიწყეთ წინა დღის მასალების გამეორებით.

  • ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ ჩვენს ბლოგზე პრეზენტაცია: ამისათვის ჯერ ელ.ფოსტის დახმარებით ვტვირთავ google drive-ში და მინიჭებულ კოდს ვათავსებ ბლოგზე.
  • შემდეგ ვისწავლე  youtube.com-დან სასურველი ვიდეოს დადება ბლოგზე და წაშლა.
  • გავეცანი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკას- და გადმოვიწერე სახელმძღვანელოდან გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, შევინახე ,,საავტორო უფლებების" საქაღალდეში.
  • ვისწავლე ბლოგზე სურათების ატვირთვა და ინფორმაციული ობიექტების დამატება.
  • დასასრულს ვიმუშე პროექტის გეგმაში, დავიწყე სასწავლო პროცედურების შევსება.
  • ტრენერმა დავალებად მოგვცა გავაკეთოთ მინიმუმ სამი კომენტარი ჩვენი მეგობრების მიერ ბლოგზე ატვირთულ პრეზენტაციებზე.
 დღევანდელი დღითაც კმაყოფილი ვარ

воскресенье, 11 мая 2014 г.


მეოთხე დღე



      მეოთხე დღე დავიწყეთ წინა შეხვედრის გახსენებით. შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა და თან ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში, შეფასების მეთოდებზე. გავიგე, რომ ეს მეთოდები უნდა ემსახურებოდეს განმავიტარებელ და განმსაზღვრელი შეფასებების შემდეგ მიზნებს:
განმავითარებელი შეფასებები
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
განმსაზღვრელი შეფასება
  • მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტთან შესაბამისობით.
გავეცანი რესურსებში ნიმუშებს და შემდეგ ჩემი პროექტის გეგმაში შეფასების ჩარჩოში შევავსე ცხრილი -  შეფასების დროის ჩარჩო, შემდეგ სვეტებად:

  1. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე;
  2. მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს;
  3. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.
 აქვე გავაკეთე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.

გავაკეთეთ მოსწავლის წინარე ცოდნის შეფასების ფორმის ნიმუში და შევინახე საქაღალდეში ,,შეფასება".  
დავიწყე ჩემი პროექტის შესახებ პრეზენტაციის დამზადება (პირველი 4 სლაიდი-სათაური, მიზანი, მიმართულების მიმცემი კითხვები და შეფასება) -შევინახე ,,პროექტის გეგმის" საქაღალდეში.

დღევანდელი ტრენინგი წინა დღეებთან შედარებით უფრო რთული იყო, თუმცა თავი მაინც გავართვი....  ვისწავლე ის, რომ  პროექტის დაწყებამდეც და მთელ პროცესში უნდა განვახორციელოთ ბავშვების შეფასება, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია!

მადლობა, ჩვენო ძვირფასო, დაუღალავო ტრენერო, ქალბატონო ნინო!!!

суббота, 3 мая 2014 г.

მესამე დღე


  • მესამე დღე დავიწყეთ კომენტარების გაცნობით;
  • შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა მიზნებისა და სტანდარტების შემუშავება, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგების შესავსებად გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ბლუმის ახალი ტაქსონომიის ლექსიკას, რის გამოყენებითაც ჩემი პროექტისთვის დავწერე სასწავლო მიზნები და შდეგები;
  • ინდივიდუალურად გავეცანით და შემდეგ ტრენერიც გვესაუბრა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შესახებ. გავიგე რომ არსებობს 3 ტიპის კითხვა: ზოგადი, რომელიც რომელიც ძალიან ზოგადია-აერთიანებს რამოდენიმე საგანს; თემატური, რომელიც ჩვენს პროექტს უნდა ეხებოდეს და შინაარსობრივი, რომელსაც კონკრეტული პასუხი აქვს და ეს პასუხი აუცილებლად დევს პროექტში.  ჯგუფი, ტრენერის დახმარებით,  ერთობლივად გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების შესახებ პრეზენტაციას,
  • შემდეგ წყვილებში ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვების შემუშავებაში, შედგენილი კითხვები გავაცანით ჯგუფს და ჩვენც გავეცანის სხვა წყვილების კითხვებს,
  • ჩემი პროექტის გეგმისთვის მოვიფიქრე და ჩავწერე მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები.
  • ვისწავლეთ ბლოგის ფონის დაყენება, შეცვლა და პოსტებში სურათების ჩამატება .
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს-ნინო მარღიშვილს დღევანდელი დღისთვის!!!

воскресенье, 27 апреля 2014 г.

მეორე დღე


  • ტრენინგის მეორე დღეს შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის შესავალი ნაწილი;
  • ვისწავლეთ რეფლექსიაზე კომენტარების დაწერა და ჯგუფის ორ წევრს-ლიკას და თამარს მივწერე კომენტარები მათი პირველი დღის რეფლექსიის შესახებ. მეც წავიკითხე ჩემთან გამოგზავნილი კომენტარები და დავუბრუნე პასუხი. კომენტარებით ურთიერთობა ძალიან მომეწონა, ის გვაძლევს ერთმანეთთან აზრების გაცვლა-გამოცვლის საშუალებას;
  • ჯგუფში ყველამ მოვაწყეთ ჩვენი შესასრულებელი პროექტის მოკლე მიმოხილვა და მივეცით ერთმანეთს სასარგებლო რჩევები. მე მომეწონა შორენა ოთიაშვილის და მარინე რევაზიშვილის პროექტები;
  • დავიწყეთ პუბლიკაციების მომზადება, ამისათვის  გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს, გადმოვიწერეთ ელ.წიგნიდან  ბუკლეტის შაბლონები და შევინახე ჩემს საქაღალდეში (,,სასწავლო პროექტის დამხმარე")
  • ინტერნეტიდან გადმოვწერე სასურველი სურათები, რომლებიც დამეხმარებოდა ჩემი ბუკლეტის დამზადებაში;
  • დავიწყე მშობლისათვის განკუთვნილი ბუკლეტის დამზადება (ვფიქრობ, მოსწავლეებიც რომ დავაინტერესოთ ასეტი ბუკლეტებით პროექტის შესახებ ინფ. მივაწოდოთ, კარგი იქნება);
  • ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და პირიქით;
  • საშინაო დავალებად გვაქვს:1) წავილითხოთ 1 მოდული და 2) სამ მეგობარს დავუწეროთ კომენტარი.
  • დღევანდელი ტრენინგით კმაყოფილი ვარ, მადლიობა ჩვენს ტრენერს-ნინო მარღიშვილს!

суббота, 26 апреля 2014 г.

პირველი დღე


       ტრენერმა, ნინო მარღიშვილმა, გააკეთა ტრენინგის ზოგადი მიმოხილვა,  გაგვაცნო ელექტრიონული სახელმძღვანელო; ვისწავლეთ სახელმძღვანელოში მუშაობა - მონიშვნები, მოსაზრებების ჩაწერა და ამ ყველაფრის შენახვა-გახსნა.

  •  ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებზე;
  • შვქმენი ჩემი საქაღალდე ქვესაქაღალდეებით: ,,კურსის რესურსები", რომელშიც შევინახე წიგნიდან გადმოწერილი მასალები (21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის შეფასება, სასწავლო მიზნები, პროექტის ნიმუშები),  ,,მოსწავლის ნიმუში",  ,,სასწავლო პროექტის გეგმა (გადმოვწერე მასში გეგმის ნიმუში), ,,სასწავლო პროექტის დამხმარე", შეფასებები" და ,,სურათები, აუდიო, ვიდეო"-ქვესაქაღალდით- ,,საავტორო უფლებები";
  • შევქმენით ახალი ბლოგი სათაურით ,,პროექტებით სწავლება"
  • დასასრულს  მოვახდინეთ რეფლექსია.